ქალაქს ამ სახელით წერილობით XVII საუკუნიდან იხსენიებენ.
მანამდე ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ისიც იმიტომ, რომ აქ იყო დადიანის სასახლე
და სამთავრო ტახტი. ზუგდიდის ქალაქად ფორმირება XIX საუკუნის 30–40 წლებიდან იწყება. არქანჯელო ლამბერტი წერს: „ზუგდიდი შენდება ვრცელ
მინდორზე, რომელსაც საძღვრავენ: აღმოსავლეთით სასახლე და ბაღი დადიანისა, ჩრდილოეთით
რამდენიმე სასახლე და პატარა მდინარე, დასავლეთით დროებითი სასახლე თავადი გრიგოლისა,
ძველი სასახლე მთავრისა და დაღმართით, წყლისაკენ რომელზედაც დამწკრივებულია სახლები
და მათ შორის ახალი, ჯერ კიდევ მოუთავებელი სახლი თავად გრიგოლისა და დასასრულს, სამხრეთით,
საკმაოდ ვრცელი ბაზარი, აგებული დავით დადიანისაგან,რომელსაც ეტყობა სახეში ჰქონია
დაეფუძნებია აქ დიდი ვაჭრობა თავის ქვეყნის მიწის ნაყოფისა და ერთმანეთთან თუ გარეშეებთან
დაახლოებით გაევრცელებინა იდეები განათლებისა. რამდენიმე ასეული სახლი გაშენდა აქ ორ–სამ
წელს საყოველთაო სასარგებლოდ, თუ ეს მოძრაობა გაგრძელდა, ზუგდიდს მალე დაიტყობა აყვავება“.