ზუგდიდის ქალაქად ფორმირების საქმეში გარკვეული წვლილი
მიუძღვის გამოჩენილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს რაფიელ ერისთავს, რომელიც
1857–1867 წლებში ზუგდიდის ბაზრის უფროსი იყო. კერძოდ,მის მიერ დაგეგმილი ქალაქის ცენტრალური
ხეივანი დღესაც გამორჩეულია საქართველოს ქალაქების ფონზე თავისებურებებითა და სილამაზით.
ეს ხეივანი მდებარეობს დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კოლხეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ხელს
უწყობდა გეოგრაფიული მდებარეობა და საქარავნო გზები, რომლებიც მაშინდელი ევროპის, შორეული
აღმოსავლეთის, ირანის, ინდოეთისა და ჩრდილო კავკასიისაკენ მიემართებოდა. მაღალგანვითარებულ
ქვეყნებთან კოლხეთს უძველესი დროიდან ჰქონდა ურთიერთკავშირი. თქმულება არგონავტებზე
სწორედ ამის დამადასტურებელია
.