ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს.
ის იყო კოლხეთის ნაწილი, რომლის ისტორიულობს და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს
მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი
იყო და შესაბამისად მის პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ტოპონიმი „ზუგდიდი“ წარმოადგენს ხანგრძლივი კვლევის
საგანს. მასზე მუშაობდნენ ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან ი.გიულდენშტედტი, მ.ბროსე, სახელწოდება
„ზუგდიდი“ ნაწარმოებია მომდინარეობს მაცხოვრის კარის ტერიტორიაზე მდებარე
ზეგნიდან.
სახელწოდება ზუგდიდი უფრო მეტად ძველ წყაროებშია მოხსენიებული. XVI საუკუნის ოდიშის ამბების დახასიათებაში წერია „ზუგდიდი“. აფხაზეთის
საკათალიკოსოს 1621 წლის მისაღებშიც „ზუგდიდია“ მოხსენიებული. ილორის წმინდა გიორგის
ხატის 1656 წლის ჩანაწერებშიც ლევან II დადიანი ამ სახელს ორჯერ ახსენებს. ერთხელ მანუჩარის
გარდაცვალებისას 1611 წელს, მეორედ 1636 წელს, როცა ჩხარის მცხოვრებლები „მოასხა ზუგდიდის“.
ზუგდიდს იხსენიებს არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1633–1649 წლებში ცხოვრობდა სამეგრელოში.ქალაქს
ასევე მოიხსენიებს XVII საუკუნეში კასტელი.
მართალია ბოლომდე არ დასტურდება, მაგრამ უფრო მეტია შანსია იმისა, რომ ქალაქის ნამდვილი სახელი ყოფილიყო „ზუგდიდი“, ხოლო „ზუბდიდი“ მისი
გარდასხვაფერებული სახელია.